top of page

შეხვედრა მეტას და SDSU სტუდენტებს შორის, კურსდამთავრებულთა ასოციაციასთან თანამშრომლობით

26 ოქტომბერს, მეტტას წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.





გაცნობით ნაწილში, მეტას წარმომადგენლებმა წარადგინეს ორგანიზაცია, ხაზი გაუსვეს მის საქმიანობას და სტუდენტებს მეტტა-სტაჟირების ახალი პროგრამა გააცნეს.

მომდევნო სალექციო სესიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პროექტების მართვის დეპარტამენტის ასისტენტი ანი კაკურია და პროექტის პორტფოლიოს მენეჯერი კახა მახარობლიძე, სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას სამშენებლო პროექტების მართვის ეტაპების შესახებ.


ახალგაზრდა თაობასთან მსგავსი საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრებითა და სტაჟირების პროგრამებით, კომპანია მეტტას გუნდი განაგრძობს სამშენებლო მიმართულების სპეციალობების პოპულარიზაციას და დასაქმების ხელშეწყობას.












23 views

Comments


bottom of page