მეტტას პორტფოლიო არაერთ გამორჩეულ პროექტს აერთიანებს, რომლებიც ქვეყნის თანამედროვე არქიტექტურულ იერსახეს წარმოაჩენენ. ერთ-ერთი ასეთი პროექტია უმაღლესი კლასის რესტორანი ორანჟერეა, შატო მუხრანში, რომელიც დიზაინ ბილდის მეთოდით წარმატებით განხორციელდა.

პროექტი, ქართლში, მეღვინეობა “შატო მუხრანის” ტერიტორიაზე ავაშენეთ. იდეიდან დასრულებამდე, სულ რაღაც, 10 თვე დაგვჭირდა. შედეგად კი 2400 კვადრატული მეტრის სამშენებლო ფართის შთამბეჭდავი ნაგებობა მივიღეთ.
დახვეწილი ვიტრაჟული ფასადი, 9 მეტრამდე სიმაღლის ჭერი და ბუნებრივი განათებით მდიდარი ინტერიერი, განსაკუთრებულ ესთეტიურ კომპოზიციას ქმნის, რომელიც იდეალურად ერგება სივრცის დანიშნულებას და ლანდშაფტს.
გარემო ისეთივე ცოცხალი, ბუნებრივი და სასიამოვნოა, როგორც რესტორნის მენიუ, რომელიც ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ მულტიკულტურულ სამზარეულოს გპირდებათ.
コメント