top of page

თბილისი მოლის რენოვაციის პროექტს მეტტა შეასრულებს

  • daviddudashvili
  • Oct 10, 2023
  • 1 min read

თბილისი მოლის რენოვაციის მასშტაბურ პროექტში სამუშაოებს კომპანია მეტტა შეასრულებს. პროექტის სრულ მენეჯმენტს კი კომპანია LSG Solutions უხელმძღვანელებს. რენოვაციის ფარგლებში გაუმჯობესდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები, როგორც ფუნქციურად, ასევე ინტერიერის თვალსაზრისით.


ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ძირითადად ღამით შესრულდება და ამ დროის განმავლობაში ობიექტი სრულფასოვნად განაგრძობს ფუნქციონირებას.


მეტტას ერთ-ერთი მთავარი ღირებულება უსაფრთხო სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტის დაცვაა, რაც ამ შემთხვევაშიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება.











 
 
 

Коментарі


2020 მეტტა. ყველა უფლება დაცულია.

bottom of page