top of page
საქართველოში McDonald’s-ის რიგით მე-16 რესტორანი და "Metta"-ს ისტორიაში უკვე McDonald’s-ის მეორე პროექტი - ეს ფაქტი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რადგან სწრაფი კვების ობიექტებს ყოველდღიურად ადამიანების უდიდესი ნაწილი სტუმრობს და ამგვარად, ჩვენი საქმიანობის სარგებლიანობა უშუალოდ ვრცელდება საზოგადოებაზე. პროექტის ფარგლებში სრულდება, როგორც ნაგებობის სამშენებლო, სარემონტო და საინჟინრო სამუშაოები, ასევე გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.